ისრაელის სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბაჟისაგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შესახებ

ისრაელის სახელმწიფოს საბაჟო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,
ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქე გათავისუფლებულია ბაჟისაგან შემდეგი
სახის/რაოდენობის პროდუქტის შემოტანისას:
 
1. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ჰიგიენის საგნები - იმ რაოდენობით, რაც
მიღებულია გადაიტანო ხელბარგით;
 
2. საგნები პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, რომლის საფასური არ აღემატება 200
აშშ დოლარს, თითოეულ მგზავრზე, 2 წლის ასაკიდან;
 
3. ძლიერი ალკოჰოლური სასმელი 1 ლიტრამდე, ღვინო - 2 ლიტრამდე, თითოეულ
მგზავრზე 18 წლის ასაკიდან;
 
4. სპირტის შემცველი კოსმეტიკა - 0.25 ლიტრამდე;
 
5. თამბაქო - 250 გრამამდე;
 
6. სიგარეტი - 200 ცალამდე, რომელიც შეადგენს ერთ ყუთს (ბლოკს);
 
7. საკვები პროდუქტი პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, რომლის ღირებულება არ
აღემატება 200 აშშ დოლარს. ამ თანხის ფარგლებში შეიძლება 3 კგ-მდე საკვები
პროდუქტის შემოტანა ისე, რომ თითოეული სახეობის წონა არ აღემატებოდეს 1 კგ-ს.