კვიპროსმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

2015 წლის 7 მაისს კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატამ მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. დოკუმენტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. 
 
კვიპროსის მრავალპარტიულ პარლამენტში კენჭისყრისას თავი  მხოლოდ მშრომელთა პროგრესული პარტიის (AKEL) დეპუტატებმა შეიკავეს. სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხში მხარდაჭერა დააფიქსირეს.
 
კვიპროსი რიგით 20-ე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი