ლატვიის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

25.08.2016 თბილისი - საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა იანის ზლამეცმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაუსვა აქტიურ უწყებათაშორის თანამშრომლობას და კულტურულ, ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. აღინიშნა, რომ ლატვია წარმოადგეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს.

მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა წარმატებები უსურვა  ელჩს  მომავალ საქმიანობაში.