ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზს და საბავშვო ბაღს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ელიტა გაველესთან ერთად სოფელ დიცს ეწვია.

მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ედგარს ლინკევიჩსმა სოფელ დიცში 2014 წელს გახსნილი საბავშვო ბაღი მოინახულა, რომლის კეთილმოწყობა საქართველოში ლატვიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  


„საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ პირველად ჩამოვედი. მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გვჯერა, რომ ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია დროებითია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში„ - განაცხადა ედგარს ლინკევიჩსმა დიცის მონახულების დროს. 

       
 

 

<   1 2    > Pages: 1 of 2