ლევან ნიჟარაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნ ლევან ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის - მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის. ბ-ნ ლევანი, როგორც მაღალპროფესიონალი დიპლომატი ორ ათწლეულზე მეტია  ემსახურება სამშობლოს. 2014 წლიდან იგი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ბ-ნ ლევანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 

პანაშვიდი:  8 იანვარს, 17 საათზე. მისამართი:  ფალიაშვილის ქ. 49, მე-2 სადარბაზო,  მე-2 სართული, ბინა 11
გამოსვენება:  9 იანვარს, 14 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან.