ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ყოველწლიური დიალოგის "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 30 ნოემბერს ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ყოველწლიური დიალოგის "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრა გაიმართა.
 
თემატურ სესიებს საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთის მხრიდან კი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი მაიკლ ტეტემი ხელმძღვანელობდა.
 
უორდროპის დიალოგის მეორე შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და უსაფრთხოებას დაეთმო.
 
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს უწყებათაშორისო ჯგუფი მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურისა და კრიზისების მართვის ცენტრის წარმომადგენელების სახით.
 
განხილული იქნა დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული მიმართულებები.

 

ერთობლივი კომუნიკე
 

   

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.