მადლიერების წერილები ატლანტიკური საბჭოს და ევროპის სტრატეგიული სა საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორებისგან

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი და ევროპის სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორი ჰეზერ კონლი თამარ ბერუჩაშვილს, ვაშინგტონში მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციასა და ევროპის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან.

საკუთარ წერილში ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობამ აღმოსავლეთ ევროპის თემებზე განხილვისას კონფერენციას სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა.

ევროპის სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრის წერილში კი ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი იყო მინისტრ ბერუჩაშვილის გამოსვლა მოსკოვის რევანშისტულ პოლიტიკასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან და გაყინული კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი იყო მინისტრის ანალიზი კავკასიის ეკონომიკური და ენერგეტიკული პოტენციალის თაობზე.