მიღება დიპლომატიური ტურის მონაწილეებისათვის

2015 წლის 23 მაისს "დიპლომატიური ტური-2015"-ის მონაწილეებისთვის თბილისის საკრებულოს შენობაში სადღესასწაულო მიღება გაიმართა. სტუმრებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა უმასპინძლეს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ. თამარ ბერუჩაშვილმა დიპლომატიური ტურის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, ასევე მადლობა გადაუხადა ელჩებს ტურში მონაწილეობისათვის. "დიპლომატიური ტური-2015" წელს აჭარის რეგიონს დაეთმობა.

ღონისძიების მონაწილეების გაეცნობიან აჭარის, როგორც ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, ასევე მოინახულებენ ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს. აჭარაში გამგზავრებამდე დიპლომატები საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ ხურვალეთს მოინახულებენ. დიპლომატიურ ტურში წელს , თბილისში რეზიდენტი ელჩების გარდა 22 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ავტონომიური მთავრობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქარტველოს რკინიგზა.

მინისტრის სიტყვა