მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქსელ ვეხთან (Axel Wech) (რეზიდენციით ბაქო).
 
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აქსელ ვეხს საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დადებითად შეფასდა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში. მინისტრმა მადლიერება გამოხატა ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩ აქსელ ვეხს მის შემდგომ საქმიანობაში. შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში გაიმართა. ​