მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

16.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, დურსუნ გასანოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.