მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალება მიუსამძიმრა

16.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეწვია, სადაც ჩანაწერი დატოვა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რომან ჰერცოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში. 

მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხსა და მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

რომან ჰერცოგი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც გაერთიანებულ გერმანიაში აირჩიეს და ამ თანამდებობას 1994-იდან 1999 წლამდე იკავებდა.