მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსთან

3.09.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქ. ბრატისლავაში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსთან.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ლიტვას შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ლიტვა დაინტერესებულია, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროულად დასრულდეს განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული ვალდებულებები. ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით იგი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.