მიხეილ ჯანელიძისა და მიროსლავ ლაიჩაკის ერთობლივი პრეს-კონფერენცია

05.10.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე:

დღეს საქართველომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. მსურს მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მოქალაქეს ვინც ხელს უწყობს მთავრობას განახორციელოს რეფორმები რაც გვაახლოებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შემდეგ დღეს ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვები. დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მთავრობის მხრიდან, რათა ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი:

Thank you very much and good morning, I am very pleased to be able to announce good news for all the citizens of Georgia, namely that the committee of Permanent Representatives of all 28 member states of the European Union just gave a green light for visa-liberalization between European Union and Georgia.

We did agree on a consolidated position and gave a mandate to us, as the EU presidency to continue the negotiations and conclude the negotiations with the European Parliament. So that is a good news also for us, because for Slovakia to achieve visa-liberalization with Georgia has been very high on the list of our priorities and we now count on a constructive approach and understanding from the European Parliament.


So I hope we will be able to bring this whole process to successful end very soon. Thank you very much.