მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2016 წლის 9 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დანიელ მიტოვთან, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და სამხედრო სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის.