ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ''ხელშეკრულების'' ხელმოწერის შესახებ

ნატოს გენერალური მდივნის განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერის შესახებ:

ნატო არ აღიარებს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ “ხელშეკრულებას”, რომელსაც ხელი საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 18 მარტს მოეწერა.

ეს ე.წ “ხელშეკრულება” არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც აბრკოლებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებს გააძლიეროს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა. ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.