ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

2015 წლის 25 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, აღინიშნა საქართველო მიერ საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს და ევროკავშირთან თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.