ნიდერლანდების სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

2015 წლის 7 ივლისს გამართულ კენჭისყრაზე, ნიდერლანდების სამეფოს სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს.

ამით ნიდერლანდების სამეფოს  საკანონმდებლო ორგანომ დაასრულა დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითმა პალატამ რატიფიკაციის დოკუმენტს 2015 წლის 7 აპრილს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად  სენატში გადაიგზავნა. ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად  პარლამენტის მხრიდან დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ მას ხელს მოაწერს ნიდერლანდების მეფე.