პოლონეთის სეიმმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

2015 წლის 6 თებერვალს პოლონეთის სეიმმა (პარლამენტის ქვედა პალატა), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. 

კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 439-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ წასულა, ხოლო ერთმა  თავი შეიკავა.

პოლონეთი  მე-13 ქვეყანაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია განახორციელეს.