პოლონეთის სენატმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

პოლონეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა), ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 75-ი სენატორი მიემხრო, წინააღმდეგ არავინ წასულა, თავი არავის შეუკავებია.
 
კენჭისყრის დასრულებისთანავე, სენატის მარშალმა, ბოგდან ბორუსევიჩმა საქართველოს ელჩს აღნიშნული რატიფიკაციის შესახებ სენატის დადგენილება გადასცა.
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტმაენტი