რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია

15 აგვისტოს, ქ. სანტო დომინგოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს საგარეო პოლიტიკის დარგში, ალეხანდრა ლირიანო დე ლა კრუსს (Alejandra Liriano de la Cruz). რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ანა იდალია კასტელანოს დე კრანვინკელი (Ana Idalia Castellanos de Kranwinkel).

შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. დომინიკურმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა და პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის ინტერესი გამოხატა.