საბერძნეთის რესპუბლიკამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

დღეს, 18 ნოემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით, მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტი ა.წ. 3 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის შემჭიდროვებულ ვადებში, 9 ნოემბერს კი პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი.

საბერძნეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი 26-ე სახელმწიფოა, რომელმაც ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დარჩენილი ორი ქვეყანა უახლოეს პერიოდში გეგმავს შეთანხმების რატიფიცირებას.