საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მთავრობის პრიორიტეტია უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა ხელისუფლების საქმიანობაში

28.11.2016 ბრიუსელი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის“ რიგით მერვე კონფერენციაში, რომელიც ბრიუსელში ტარდება. 

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიის გახსნით პანელში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკას დაეთმო. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი მიზნებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობას.
 
მისი განცხადებით ეფექტური ინკლუზიური მმართველობის დანერგვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას მოწმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პროცესებში.
 
„ამის მაგალითია თუნდაც ის რომ სამოქალაქო სექტორი სრულად არის ჩართული, როგორც ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის, ასევე მისი შემუსავების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება  სწორედ წელს პირველად იქნა მიღებული.  სამოქალაქო სექტორთან თანამსრომლობა მნიშვნელოვანია ყველა იმ ფუნდამენტური მიზნის მიღწევისთვის რაც გააჩნია ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას - ეს არის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა“ - აღნიშნა მინისტრმა.
 
მან მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის  ეროვნულ პლატფორმას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ეროვნული პლატფორმის ინიციატივით საქართველოში მიმდინარე ყოველწლიური კონფერენცია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.
 
ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკურ პლატფორმაზე, ახალ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე.
 
ღონისიებას აღმოსვალეთ პარტნიორობის სამოქალქო ფორუმის  6 ქვეყნის სამოქლაქო საზოგადოების და  ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. რიგით მერვე კონფერენცია   ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნა.