საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

2015 წლის 4 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, გერმანიის ექს პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის სალეჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიგი გიგიაძემ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორთვინ ჰენიგსა და გერმანელ ხალხ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოუცხადა. რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას 1984-1994 წლებში იკავებდა.

2015 წლის 4 თებერვალი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი