საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ თბილისში უნგრეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში უნგრეთის საელჩოს ესტუმრა. უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის არპად გენცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი დატოვა.

გიგი გიგიაძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა უნგრელი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.