საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ თბილისში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში თურქეთის საელჩოს ესტუმრა. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში გიგი გიგიაძემ ჩანაწერი დატოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
 
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ანკარაში განხორციელებულ უმძიმეს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. მომავალში მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ტერორიზმთან გამკლავება“ - განაცხადა გიგი გიგიაძემ.