საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქეთის საელჩოში გახსნიL სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მინისტრის მოადგილემ მიუსამძიმრა საქართველოში თურქეთის ელჩს ლევენთ გურმუქჩუს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამორჩეული სახელწიფო მოღვაწის, თურქეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის, სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება მისი განსაკუთრებული წვლილი საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის გამტკიცებაში. “ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.