საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 1 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა კონრად ადენაუერის ფონდის სათაო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ვოლფგანგ მაიერთან და ფონდის რეგიონალური პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ კოორდინატორთან ტომას შრაპელთან.
 
შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველო-გერმანიის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და უშუალოდ ფონდის ძალისხმევით როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში განხორციელებული მრავალი საინტერესო პროექტისთვის.