საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე სამხრეთ ევროპის სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელს ჯაილზ პორტმანს შეხვდა

2015 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა სამხრეთ ევროპის სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯაილზ პორტმანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  მიერ განხორციელებული და სამომავლო გეგმები სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სარგებლის მოსახლეობისათვის ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.