საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ივან ველიმირ სტარჩევიჩთან (რეზიდენციით ქ. ათენი), რომელიც თბილისს საერთაშორისო კონფერენციაში  „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მონაწილეობის მიზნით ესტუმრა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და გამოთქვეს მზადყოფნა 2016 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.

ივან ველიმირ სტარჩევიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.