საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ისაუბრეს  საქართველოში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.