საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ჩილეს რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2015 წლის 14 დეკემბერს, ჩილეს რესპუბლიკის ელჩმა  საქართველოში, ალფრედო გარსია კასტელბლანკომ  (რეზიდენციით ქ. ვარშავა) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, აღინიშნა 2016 წელს  პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის თბილისში ჩატარების მნიშვნელობა.
 
დავით დონდუამ და ელჩმა კასტელბლანკომ გაცვალეს ინფორმაცია მრავალმხრივი ორგანიზაციების, კერძოდ გაეროს ფარგლებში არსებული თანამშრომლობის დინამიკაზე.