საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

2016 წლის 5 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საშა გრაუმანს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში  გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის რეგიონში მრავალენოვანი განათლების პროექტების განხორციელებაზე და მათ მნიშვნელობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაუდასტურა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.