საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან. ყირგიზული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი მდივანი დანიარ სადიკოვი, საგანგებო დავალებათა ელჩი ერგინ ასანგულოვი და საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი არსლანბეკ უმეტალიევი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყირგიზეთის დელეგაციას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ვიზის პორტალის ფუნქციონირებისა და ელექტრონული ვიზის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პრაქტიკის და მასთან დაკავშირებული უპირატესობების შესახებ.