დავით ჯალაღანია სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, თაჯან ილდემს შეხვდა

2016 წლის 28 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, თაჯან ილდემთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი და სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ვარშავის სამიტზე შესაბამისად იქნას შეფასებული საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და ალიანსში გაწევრიანების კუთხით გადადგმული წარმატებული ნაბიჯები.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

28 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,  სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სისტემის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლის გახსნის ცერემონიალში.