საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შაბთაი ცურს შეხვდა

10.07.2016 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შაბთაი ცურთან.

მხარეებმა ყურადღება გაამხვილეს საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე, ასევე  ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
 
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ტრადიციულად არსებული კარგი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა, როგორც მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების წინაპირობა.