საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპარლამენტის საპარლამენტო ასოცირების თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლის 2 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ევროპარლამენტის საპარლამენტო ასოცირების თანამშრომლობის კომიტეტის (PAC) წარმომადგენლებს საჯად კარიმს (ECR), ანდრეი მამიკინსს (S&D), ჰეიდი ჰაუტალას (Greens), კლერ მუდსა  (S&D) და კოსმა ზლოტოვსკის (ECR) შეხვდა.
 
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საუბარი შეეხო ევროკავშირის ჩართულობას საქართველოში და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ ორმხრივ ღონისძიებებს.
 
შეხვედრაზე ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მრავალი მიმართულებით, მათ შორის ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში (VLAP) დაფიქსირებულ წინსვლას.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.