საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

2015 წლის 5 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან რიტა კაზრაგიენესთან.
     
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ დიპლომატს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისათვის, ასევე იმ ექსპერტულ-ტექნიკური დახმარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს მიმართულებით ახორციელებს.