საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2015 წლის 11 ივნისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი.
 
შეხვედრისას მხარეებმა შეაჯამეს მიმდინარე წლის 19 მაისს თეირანში ორ ქვეყანას შორის გამართული საქართველო-ირანის ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის შედეგები. ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები.