საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

2015 წლის 30 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები, მათ შორის დაგეგმილი ორმხრივი ვიზიტები, ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.