საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2015 წლის 9 ნოემბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით ჰელსინკი) კრისტერ მიკელსონს, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება და ამ კონტექსტში არსებული გამოწვევები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და განხილეს თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.