საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელთან

2015 წლის 29 ივლისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელებთან იოლანტა ტაჩინსკასთან და ანდრე გონჩიარჩთან.

ევროკავშირის ახალი პროექტი ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში დაფინანსდება და 30 თვეს გასტანს. იგი მიზნად ისახავს ევროკავშირის ექსპერტების მხრიდან საქართველოს დახმარებას ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და დახმარების შესაძლო მიმართულებები.

ევროკავშირის ექსპერტები საქართველოში მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგებიან. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მჭიდრო ითანამშრომლონ პროექტის მიმდინარეობის პროცესში.