საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარესთან ანჯელო გნედინგერთან

2015 წლის 30 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეს, ელჩ ანჯელო გნედინგერს.

ანჯელო გნედინგერმა ქართულ მხარეს წარუდგინა ეუთო-ს მიერ ახლადდანიშნული ექსპერტი დუშან იგნიატოვიჩი, რომელიც იმუშავებს 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგულ პირთა საკითხზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს ექსპერტის სამომავლო გეგმებზე და ზოგადად, დაკარგულ პირთა მოძიების მნიშვნელობაზე.  ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ითანამშრომლოს ეუთო-ს ექსპერტთან და გაუწიოს დახმარება მის საქმიანობაში.