2015 წლის 30 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა ბრიტანელ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, სერ გარი ჯონსონს და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს კრისტოფერ ჯოისს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე და ვარშავის მოახლოებულ საკითხებზე. სტუმრები დაინტერესდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის ანალიზით, ვითარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების საკითხებით.