საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

26.10.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან 8 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის პოზიტიურ შეფასებასა და ასევე, მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურს.