საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი სან მარინოს რესპუბლიკაში

2015 წლის 3 ივლისს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას სამუშაო ვიზიტი სან მარინოს რესპუბლიკაში.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სან მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პასკუალე ვალენტინისთან. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა ინტერესი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, აგრეთვე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაში. სან მარინოს მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან გააფორმოს შეთანხმება ინვესტიციების დაცვის სფეროში. სან მარინოს რესპუბლიკა მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე და ამ კონტექსტში დაინტერესდა საქართველოს გამოცდილებით. სან მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მიერ საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
 
დავით დონდუა აგრეთვე შეხვდა სან მარინოს რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფალთ, კაპიტან რეგენტებს, ანდრეა ბელუჩისა და რობერტო ვენტურინის.