საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიერ აშშ-ის ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში გამართული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 7 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას.

გაიმართა შეხვედრა აშშ-ის საზღვრის დაცვის კადეტთა კომენდანტთან, ბრიგადის გენერალ ჯონ ტომსონთან. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთსა და ერაყში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. ჯონ ტომსონმა მინისტრის პირველ მოადგილეს გააცნო ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში კადეტთა აკადემიური და ფიზიკური მომზადების თავისებურებები. დადებითად დაახასიათა აკადემიის ქართველი კურსანტები: ალექსანდრე გელაშვილი, მიხეილ გოლიჯაშვილი და კარლო ზანგურაშვილი. ასევე, მწუხარება გამოხატა  მარტის თვეში აშშ-ის საზღვაო აკადემიის ორი ქართველი კადეტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროებისთვის აშშ-ში განათლების მიღების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ ბევრ ქართველ ახალგაზრდას მიეცემა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა.