საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა პანამაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატთან

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა პანამაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატს ერასმო პინიას შეხვდა.

ერასმო პინიამ მინისტრის პირველ მოადგილეს წარუდგინა საკუთარი ხედვები და სამოქმედო გეგმა, რომელსაც ის საქართველოს საპატიო კონსულად დანიშვნის შემთხვევაში განახორციელებს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და პანამის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით და ამ კუთხით პანამის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულოს დაფუძნების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწი-ნებით.