საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და თანადგომა გამოუცხადა ფრანგ ხალხს.

თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს საქართველოს პრეზიდენტმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, რენო სალენსმა საქართველოს ხელისუფლებას თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.