საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 28 ივნისს, ქ. ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე (ASRC) საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს სიტყვით მიმართა.
 
ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.
 
თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და მის ფარგლებში მოლაპარაკებების ძირითად თემებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. მან ასევე დააფიქსირა,  საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროება.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კონფერენციის ფარგლებში ასევე გააკეთა განცხადება უკრაინის თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ სამუშაო სესიაზე. სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.