საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

27.12.2016 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა  აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აზერ ჰუსეინთან, რომელმაც დაასრულა დიპლომატიური მისია.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ხასიათს და პარტნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში, რომლებიც კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო წლების განმავლობაში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს, საქართველოში საქმიანობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.